„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22/30
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.111.016281
22/30
29/09/2015
ვებგვერდი, 02/10/2015
010250040.35.111.016281
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №22/30

2015 წლის 29 სექტემბერი

ქ. ფოთი

 

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ   დაადგინა:

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.111.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ის:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა  და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;“;

დ)  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ვ) ახორციელებს  საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ  რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ე) 32-ე  მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს.“;

 ვ) 116-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 1161 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1161. მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის წესი

1. მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის მიხედვით განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია, საკრებულოს ბიურო და საკრებულო.

2. მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის რიგგარეშე ანგარიშს საკრებულოს შესაბამისი კომისიის მოთხოვნით განიხილავს საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეაკაკი დარჯანია