„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 91/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016178
91/04
30/09/2015
ვებგვერდი, 30/09/2015
220010040.18.011.016178
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №91/04

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით განსაზღვრული ოპერაციების შესრულებისას, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად შესრულებული ელექტრონული ხელმოწერით დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში, თანხის ოდენობის აღმნიშვნელი ჩანაწერისას საკმარისია მიეთითოს  მხოლოდ ციფრები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე