„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016177
90/04
30/09/2015
ვებგვერდი, 30/09/2015
220090000.18.011.016177
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №90/04

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდე შემდეგი რედაქციით:

გ) სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში ასახოს მის მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია, ამ წესის დანართ №3-ში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, ამობეჭდოს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ გაწეული მომსახურების ქვითარი“ (დანართი N3),  მისი ერთი პირი  გადასცეს კლიენტს, მეორე კი შეინახოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. ზემოაღნიშნული ოპერაციის ასახვის დროს მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება სავალდებულოა მხოლოდ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევებში.  „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ გაწეული მომსახურების ქვითრის" (დანართი №3) ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 30 სექტემბრის №94/04 ბრძანების მოთხოვნებთან. კლიენტის მიერ მომსახურების ქვითრის დედნის ელექტრონული სახით მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ სანდო და დაცული გზით, რომელსაც კომერციული ბანკები იყენებენ იმ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის ხელმისაწვდომობისთვის, რომელი ელექტრონული ხელმოწერის საბანკო სექტორში გამოყენებაც ხორციელდება ამ ქვეპუნქტში აღნიშნული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია განახორციელოს ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა.

1) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კომერციულ ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სხვა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში ასახოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ამ წესის დანართ №5-ში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, ამობეჭდოს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მიღებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მომსახურების ქვითარი“ (დანართი №5) და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მიღებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მომსახურების ქვითრი“-ს (დანართი №5) ან ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 30 სექტემბრის №94/04 ბრძანების მოთხოვნებთან და მომსახურების ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე