„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 724
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 25/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016463
724
30/09/2015
ვებგვერდი, 30/09/2015
140030000.22.034.016463
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №724

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013,  სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016244) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.

2.    მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

 ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. დირექტორს ჰყავს თანაშემწე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს დირექტორის დავალებებს.“.

 3. მე-9 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) საორგანიზაციო სამმართველო;

 ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

  „ე1) ადმინისტრირების განყოფილება;“.

 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 „მუხლი 10. საორგანიზაციო სამმართველო

 საორგანიზაციო სამმართველო:  

ა) ახორციელებს  დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის მიზნით;

გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;

დ) განიხილავს დეპარტამენტში შესათანხმებლად შემოსულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს და კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სათანადო დასკვნებს;

ე) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;

ვ) განიხილავს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან;

ი) საპატრულო პოლიციის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში;

კ) არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებსა და სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან;     

ლ) საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს დეპარტამენტში შემოსული ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებსა და საჩივრებს, ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ო) ახორციელებს საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფას;

პ) აწარმოებს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკურ აღრიცხვას;

ჟ) აანალიზებს ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართადლარღვევათა  ფაქტებს, შეისწავლის  საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებს და მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევს საგზაო მოძრაობის პირობებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;

რ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს;

ს) მონაწილეობს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში;

ტ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისათვის;

უ)  ითანხმებს სახიფათო, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

ფ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში;

ქ) ახორციელებს სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით სტრუქტურული ერთეულების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას;

ღ) ახორციელებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაგზავნას.

ყ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე  საანგარიშო პერიოდში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამებას, ანალიზსა და სათანადო ინფორმაციის შედგენას;

შ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და განხილვის ორგანიზებას;

ჩ) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან  დროული გამოგზავნისათვის კონტროლის დაწესებას;

ც) ახორციელებს ქვეყანაში სამართალდარღვევათა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილი ოპერატიული ვითარებისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების  შემუშავებას მათი აღმოფხვრის მიზნით;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დისციპლინური გადაცდომის გამოვლენას, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას და დასკვნას დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს;

წ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს და წერილობით რეკომენდაციას (შეთანხმება) გასცემს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებსა და რკინიზის გადასასვლელებზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე ან/და გზაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც გზის გარკვეულ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას;

ჭ) ახორციელებს რისკების მართვასა და ანალიზს,  რისკებთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების პროგნოზირებას და გასცემს რეკომენდაციებს პრაქტიკული დახმარების გაწევის მიზნით.“.

5მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:

ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შესაბამისად, ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვის  შესაბამის ღონისძიებებს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, უზრუნველყოფს სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლისა და სპეციალური შემოწმების განხორციელებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ამ მიზნით მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებში;

ე) მონაწილეობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში;

ვ) ამზადებს მასალებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე;

ზ) ამზადებს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ი) ამზადებს დოკუმენტებს დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

კ) განიხილავს  ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსულ განცხადებებსა და მასალებს;

ლ) ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დაწინაურების, გადაადგილების და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს;

მ) ახორციელებს მოქალაქეთა განცხადებების მიღებას სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) პატრულ-ინსპექტორის საბაზისო კურსების გასავლელად და შესაბამის მასალებს აწვდის აკადემიას, ტესტირების ჩასატარებლად;

ნ) მონაწილეობს აკადემიაში პატრულ-ინსპექტორების საბაზისო მოსამზადებელ კურსებზე ჩასარიცხ კანდიდატებთან გასაუბრებაში;

ო) მინისტრის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს საპატრულო პოლიციაში მისაღებ კანდიდატთა ფიზიკური დონის განმსაზღვრელი ნორმატივების ჩაბარების კონტროლს;

პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.“.

6. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. ადმინისტრირების განყოფილება:

ადმინისტრირების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულებისა და სხვა დარღვევების ანალიზს;

ბ)  საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქების, ასევე სპეციალური სიგნალებისა და სპეციალური შეფერილობების დაყენება-გამოყენების საკითხის განხილვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი თანხმობის გაცემას.

7. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ჩ1) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს მთავარი სამმართველოს ინტერესებს სასამართლოში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი