დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების ჩაილურის თემის №11.12, დიდი დმანისის თემის №24.06, ზედა ვანის თემის №53.07 და გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 16 სექტემბრის №45/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 29/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016215 |
|
„საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების ჩაილურის თემის №11.12, დიდი დმანისის თემის №24.06, ზედა ვანის თემის №53.07 და გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 16 სექტემბრის №45/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების ჩაილურის თემის №11.12, დიდი დმანისის თემის №24.06, ზედა ვანის თემის №53.07 და გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 16 სექტემბრის №45/2015 დადგენილებას (სსმ, ვებგვერდი, 16.09.2015 წ., 010240020.15.008.016209) დაემატოს 21 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის პროცესში, ერთი და იმავე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების მიზნით, ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველად იმართება წილისყრა საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის, შემდეგ კი, საკრებულის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის იმ პირობით, რომ ამ წილისყრაში მონაწილეობენ პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის მინიჭებული ბოლო რიგითი ნომრის მომდევნო რიგითი ნომრები“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები