,,საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 115, 11/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.10.003.001.115
  • Word
170
06/08/2008
სსმ, 115, 11/08/2008
300.280.020.10.003.001.115
,,საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №170

2008 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე

1. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 7 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალოს ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობისა და სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნისათვის წინასწარ განსაზღვრული ზღვრული ან/და ფიქსირებული ტარიფების შემოღება გრძელვადიანი პერიოდისათვის. ამ მიზნით გათვალისწინებულ იქნეს, აგრეთვე, სახელმწიფოს მიერ ენერგოობიექტებთან დაკავშირებით აღებული სახელშეკრულებო ვალდებულებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე