დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/11/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.140.000.05.001.000.303 |
საქართველოს კანონი
„პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №8, მუხ. 595) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.”.
2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „თუ” შემდეგ დაემატოს სიტყვა „განმეორებით”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 25 ნოემბერი.
№1115–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები