„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 07/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.107.016189
31
28/09/2015
ვებგვერდი, 01/10/2015
010250040.35.107.016189
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №31

2015 წლის 28 სექტემბერი

დაბა ჩხოროწყუ

 

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგ:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.107.016129) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემა სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ერთად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნის, მასში გაწევრების ან წევრობიდან გამოსვლის შესახებ.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შენაარსის „ა1“  ქვეპუნქტი:

„ა1. წელიწადში ერთხელ მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის  ანგარიშის მოსმენა;“;

ა.გ) მე-4 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.დ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ე) მე-7 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემა შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“.

„ზ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის  ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.

ბ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები, რომლის ყოველთვიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15 %-ს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.“;  

გ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“;

დ) 135-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 135. ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა)  ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები - შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10  დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტი  საკრებულოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

დ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10  დღის ვადაში;

ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ვ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

ზ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, მისი დამტკიცებიოდან 10 დღის ვადაში;

თ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი - გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ი) დასახლების საერთო კრების ოქმები გამგეობის მიერ შესაბამისი  ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში;

კ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;

ლ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღეს, ადგილს, საათებს და დღის წესრიგს (მისი არსებობის შემთხვევაში) –  შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

მ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტს, ანგარიშის წარდგენის დღეს, ადგილს და საათს ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ნ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიურ ანგარიშს –  წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

ო) პეტიცია მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკობა ჯიქია