დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბერის N04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 29/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 050040000.48.065.016016 |
|
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს საპატენტო კანონის 81 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებით (ვებგვერდი 111214001,16.12.2011, 300200000.48.065.016003) დამტკიცებულ ინსტრუქციაში და ინსტრუქციის 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 53. მომსახურების საფასური 1. კანონით ან ინსტრუქციით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის საფასურის გადახდა ხდება მოთხოვნისთანავე, ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 2. დადგენილ ვადებში საფასურის გადაუხდელობა იწვევს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას. 3. საფასურის გადახდის ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 4. შესაძლებელია საფასურების წინასწარ გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ გადახდილ საფასურზე ვრცელდება ინსტრუქციის 54-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი, საფასური ბრუნდება ნაწილობრივ, კერძოდ, მთლიანი საფასურის 80%-ის ოდენობით. 5. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ, რომელთაგან ერთ-ერთზე არ ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურებთან დაკავშირებული შეღავათი, შესაბამისი ქმედებისთვის საფასური გადაიხდება შეღავათის გარეშე. 6. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ და მათზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის შეღავათი, შესაბამისი ქმედებისათვის გადაიხდება ის საფასური, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უფრო დაბალპროცენტიანი შეღავათი. 7. განმცხადებლის მიერ საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საქპატენტის საბანკო ანგარიშზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები