,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 240120000.35.116.016273
41
30/09/2015
ვებგვერდი, 02/10/2015
240120000.35.116.016273
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველო კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,01/07/2015წ. სარეგისტრაციო კოდი: 240120000.35.116.016263) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

  ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ცაგერის  მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში – ნებართვის გამცემი) მიერ აუქციონის წესით და მისი მიზანია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონზე ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.“

 ბ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სარეკლამო საშუალებაზე 1 წლის განმავლობაში 6 თვეზე მეტი პერიოდის მანძილზე რეკლამის განუთავსებლობის შემთხვევაში ნებართვა უქმდება ცაგერის  მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.“

 გ) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკლამო საშუალებების განსათავსებელი უძრავი ობიექტების და სარეკლამო საშუალებების ნუსხა განისაზღვრება გარე რეკლამის გავრცელების გეგმით, რომელიც შემუშავდება-მტკიცდება ცაგერის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ,  რეკლამის გავრცელების წინადადების მომზადებაზე უფლებამოსილი პირია გამგებელი. გარე რეკლამის გავრცელების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, ასევე აუცილებელი სხვა საკითხები მათი მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. აღნიშნულ გეგმაში შესაძლებელია პერიოდულად განხორცილედეს ცვლილებები ცაგერის  მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალისა და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.”

დ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სარეკლამო საშუალების განთავსება შეიძლება განხორციელდეს პლაკატების, სტენდების,    შუქფირნიშების  და სტაბილური განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“

ე)მე-2 მუხლს მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ  იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად  მდგრადი. ნებისმიერი სახით გავრცელებული გარე რეკლამა არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.“

ვ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3.  აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანოა  ცაგერის  მუნიციპალიტეტის გამგებელი.“

ზ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.  აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამგეობა.“

თ) პირველი მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) აუქციონის წლიური საწყისი ფასი გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსებისათვის განისაზღვრება: ქალაქ ცაგერის ტერიტორიაზე (გარდა ამავე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) 36 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი