დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016277 |
|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველო კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის №66 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 08/12/2014სარეგისტრაციოკოდი: 010260020.35.116.016225) შეტანილ იქნას ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 41 მუხლი: ,,მუხლი 41. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურული სამშენებლო რეგულირების განყოფილების ფუნქციები ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივ ზონირება; გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება; დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადება; ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქ მშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარება. თ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებების შემუშავება; ი) მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტების შემუშავება;” ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები