დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.32.061.016158 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №31
2015 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, 27/01/2012, 010240010.32.061.016021) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ პუნქტი:
„გ1) ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მონიტორინგი და რეაგირება;“.
2. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე3“ პუნქტი:
„ე3) ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მონიტორინგისა და რეაგირების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება;“.
3. დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ პუნქტი:
„ვ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მონიტორინგისა და რეაგირების სამსახური.“.
4. დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მონიტორინგისა და რეაგირების სამსახური უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგური მდგომარეობის შესწავლას, ვეტერინარულ-ინვაზიურ და სხვა სახის დაავადებათა მედიკამენტოზურ მკურნალობას, საშიშ ინფექციურ დაავადებათა და საკარანტინო მავნებელთა გამოვლენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემავალ შესაბამის დარგობრივ სტრუქტურებთან კოორდინირებულად და აწვდის მათ ინფორმაციას პრაქტიკული და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღმკვეთი ღონისძიებების ჩასატარებლად. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურების წინაშე.“.
მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა (ვ. ბასარია) უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები