„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 25/09/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340020.32.061.016157
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30
25/09/2015
ვებგვერდი, 29/09/2015
010340020.32.061.016157
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/09/2015 - 16/10/2015)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №30

2015 წლის 25 სექტემბერი          

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებაფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №8, 2.04.2007წ., მუხლი 27) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აფხაზეთის სამელიორაციო, აგრონომიული, საინჟინრო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების სტიმულირება და განვითარება.“.

2. დებულების მე-5 მუხლის „ვ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა (ვ. ბასარია) უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

მუხლი 3

ა) ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;

ბ) დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                              ვახტანგ ყოლბაია