დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.144.016230 |
|
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში www.matsne.gov.ge 21/07/2014; 010260030.35.144.016154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ვ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ.ზ“ ქვეპუნქტი ; ,,გ.ზ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“ დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“ ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ.ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;“ ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ.მ“ ქვეპუნქტი; ,,დ.მ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანას;” ზ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების 301 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ დებულების 301 მუხლით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური ყველა სტრუქტურულ ერთეულთან უზრუნველყოფს: ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვას; ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვას; გ) გამგეობის მოხელეთა სწავლებას, ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.“ თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.“ ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 36-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,უ“ ,,ფ“ ,,ქ“ ,,ღ“ ქვეპუნქტები; ,,უ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში; ფ) დასახლების საერთო კრების ოქმები, გამგეობის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში; ქ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ; ღ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ დებულებით გათვალისწინებული ანგარიში, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.“ კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი; ,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასევე ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები