დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.144.016228 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 05/03/2015; 190040000.35.144.016202) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი. „განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ, თანამომხსენებლად გამოდის საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სწავლობს პეტიციას და წარუდგენს საკრებულოს დასკვნას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.“ გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „პ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიშისა და დასკვნის შესახებ . დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თვეში ორჯერ მაინც იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) არაუგვიანეს 1 ნოემბრისა საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს, გადასცემს ხელმოწერილ ოქმებს საკრებულოს აპარატს შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში“. ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) უზრუნველყოფს კომისიის საჯარო სხდომებზე მოქალაქეთა მონაწილეობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები