ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016226
34
25/09/2015
ვებგვერდი, 01/10/2015
010250020.35.144.016226
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №34

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლისა და საქართველოს   კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის   დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 18/07/2015;  010250020.35.144.016149) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“   

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის  1-ელ პუნქტს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სწავლობს პეტიციას და წარუდგენს საკრებულოს დასკვნას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თვეში ორჯერ მაინც იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) არაუგვიანეს 1 ნოემბრისა საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის  მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს,  გადასცემს ხელმოწერილ ოქმებს საკრებულოს აპარატს შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში“. 

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს   „პ“ ქვეპუნქტი      და    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უზრუნველყოფს კომისიის საჯარო სხდომებზე მოქალაქეთა მონაწილეობას საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი