ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №15 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №15 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016225
33
25/09/2015
ვებგვერდი, 01/10/2015
010250020.35.144.016225
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №15 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №33

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №15 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”  63-ე მუხლის და საქართველოს   კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 ივლისის №15 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge 18/07/2014;  010250020.35.144.016148) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების  დამტკიცების შესახებ“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის  1-ლ პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სწავლობს პეტიციას და წარუდგენს საკრებულოს დასკვნას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  86-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თვეში ორჯერ მაინც იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) არაუგვიანეს 1 ნოემბრისა საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის  მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს,  გადასცემს ხელმოწერილ ოქმებს საკრებულოს აპარატს შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში“. 

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს   „პ“ ქვეპუნქტი      და    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უზრუნველყოფს კომისიის საჯარო სხდომებზე მოქალაქეთა მონაწილეობას საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი