საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33–ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33–ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016221
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
37
25/09/2015
ვებგვერდი, 30/09/2015
010250050.35.165.016221
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33–ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2015 - 30/11/2015)

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის  პირველი პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გავრცელდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ტერიტორიებზე:

1.   ქ. საგარეჯოს დავით აღმაშენებლის ქუჩა, ერეკლე II-ის ქუჩა, შოთა რუსთაველის ქუჩა.

2.   საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერები, პარკები და მუზეუმები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული