,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.165.016219
35
25/09/2015
ვებგვერდი, 30/09/2015
010250040.35.165.016219
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. საგარეჯო

 

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 17/07/2014, 010250040.35.165.016127).

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19  დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“.

2. ამოღებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19  დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული