„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 360130000.22.023.016350
227
29/09/2015
ვებგვერდი, 01/10/2015
360130000.22.023.016350
„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №227

2015 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/05/2013, 360130000.22.023.016153) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები აისახება კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის წევრები.".

2. მე-9 მუხლის  მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3) საექსპერტო კომისია  შედგება არანაკლებ 3 დამოუკიდებელი ექსპერტის ან/და ექსპერტისაგან. კომისიის ერთ-ერთ წევრს წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ამავდროულად ითავსებს კომისიის მდივნის ფუნქციებს.“ .

„5) საექსპერტო კომისიის შემადგენლობას (მათ შორის, საექსპერტო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“ .

 

3. მე-10  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. საექსპერტო კომისიის მდივანი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებისა, ახორციელებს:

ა) საექსპერტო კომისიის საქმიანობის ორგანიზებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებასა და აღრიცხვას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ასევე დამოუკიდებელ ექსპერტებთან დაგზავნას სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისთვის“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი