დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 305 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.033.016811 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.033.016468) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის 12.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი □ სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი □ იურიდიული დეპარტამენტი □ ადმინისტრაციული დეპარტამენტი □ საბიუჯეტო დეპარტამენტი □ საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი □ მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი □ შიდა აუდიტის დეპარტამენტი □ სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი □ მინისტრის აპარატი □ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური □ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური □ დავების განხილვის სამსახური □ პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური □ ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური.“. |
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები