დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქწყალპროექტი“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21-01/80 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."საქწყალპროექტი" |
| მიღების თარიღი | 25/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
კრების განცხადება
სააქციო საზოგადოება „საქწყალპროექტის ” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 20 ოქტომბერს დღის 15 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11.
სს „საქწყალპროექტის ” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 24 სექტემბერი.
დღის წესრიგი:
1. სს „საქწყალპროექტის ” 2015 წლის და 2016 წლის სამომავლო გეგმები.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საქწყალპროექტის ” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2015 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „საქწყალპროექტის ” რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორი“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის. ქ. №11; ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
დირექტორინ. ფალავანდიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები