დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016016 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №7 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/08/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016007) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილება.“. |
2.
მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ჟ“ ქვეპუნქტი.
|
3.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8 საქმისწარმოებისა და ორგანიზების განყოფილების კომპეტენციაა: ა) მთავარ სამმართველოში შემოსული და გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, კორესპონდენციის დამუშავება-დახარისხება და დანიშნულებისამებრ დანაწილება, ხელმძღვანელობის დავალებით წერილების მომზადება, საიდუმლო საქმისწარმოება; ბ) სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტთან კოორდინაციაში ქვედანაყოფზე რიცხული მატერიალური ფასეულობების, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებების, იარაღის, ფორმა-ჩაცმულობის, ჰიგიენისა და კვების სტატისტიკის წარმოება; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“. |
4.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
„მუხლი 10 პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილების კომპეტენციაა: ა) წვევამდელთა შერჩევა, ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ ჯარისკაცთა მომზადება, წვრთნა, სწავლება-აღზრდა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება; ბ) დასაცავ ობიექტზე (ობიექტებზე) სამსახურის შესრულების კონტროლი; გ) დაქვემდებარებული დანაყოფის სამუშაო, სასწავლო-საბრძოლო მომზადების გეგმებისა და პროგრამების შედგენა და დასამტკიცებლად სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები