„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 509
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018895
509
24/09/2015
ვებგვერდი, 25/09/2015
010240030.10.003.018895
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №509

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ფ.ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებებს;“;

ა.ბ) „ფ.მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ.ნ“ და „ფ.ო“ ქვეპუნქტები:

„ფ.ნ) ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციას;

„ფ.ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს.“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21.  მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.“;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) იურიდიული დეპარტამენტი;“;

გ.ბ) „დ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;“;

გ.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტი;“;

გ.დ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი;“;

გ.ე) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო  (დეპარტამენტი);“;

გ.ვ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;“;

გ.ზ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“;   

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი;

გ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი;

დ) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი;

ე) შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი;

ვ) ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი;

ზ) კახეთის პოლიციის დეპარტამენტი;

თ) სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი;

ი) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი;

კ) გურიის პოლიციის დეპარტამენტი;

ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორია და კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით.“.

ე) მე-10 მუხლის:

ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება;  მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს და მისი საქვეუწყებო დანაყოფების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა,  რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; სამოქალაქო სექტორთან ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების განხილვა, ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით, სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით,  სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია;  ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, სამინისტროში მიმდინარე პროექტების უზრუნველყოფა, ასევე სხვადასხვა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების დაგეგმვა, შესრულების კოორდინაცია და შედეგების შეფასება; კომპეტენციის ფარგლებში,  არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; სახალხო დამცველთან სამინისტროს კომუნიკაციის მიზნით, სამინისტროს  დანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია;“;

ე.ბ) მე-10  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით,  აღნიშნულ სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის  სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან  შესული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში; საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობა; სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებების და მემორანდუმების პროექტების  ექსპერტიზა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს ორგანიზაციული  საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა: დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და  მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ შემუშავებული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;  სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა; ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სასამართლოში და ადმინისტრაციულ  ორგანოებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით, სამინისტროს დანაყოფების საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროს სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;“;

ე.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში  ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი, სამინისტროს დანაყოფების ფინანსური მომსახურება; სამინისტროს მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა; საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის შედგენა) და შესაბამის ინსტანციაში მისი დროული წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა;“;

ე.დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში  ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის,  სამინისტროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების  განსაზღვრა; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება; სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“;

ე.ე) „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით; სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება;“;

ე.ვ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით,  სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება; კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მათი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;“;

ე.ზ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება; მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა; საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის  მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება  მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;  სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;“;

ე.თ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: საერთაშორისო მასშტაბით,  დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებსა და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან;“;

ე.ი)  „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების და იზოლატორის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა; დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;“;

 ე.კ)  „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; სამინისტროს შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი (შესაბამისობის აუდიტი) კომპეტენციის ფარგლებში; შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება (ეფექტიანობის აუდიტი); შესაბამისი აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;“;

 ე.ლ) „ნ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის  მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება-გადამზადება, სპეციალური და საბრძოლო მომზადების პროგრამით სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა; კომპეტენციის ფარგლებში, ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვისა და კომპეტენციის ფარგლებში, კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა შენობებში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;“.

მუხლი 2
1.  დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„ე“  ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2.  დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან. 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი