„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 120050000.10.003.018885
499
24/09/2015
ვებგვერდი, 28/09/2015
120050000.10.003.018885
„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №499

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.11.2014 წ., 120050000.10.003.018235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3.  სამხედრო სადისციპლინო წესდება, მე-15 და მე-16 მუხლების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში გავრცელდეს, მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება:

ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ბ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ბ.გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;“.

მუხლი 2
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ, უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოცემა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი