ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016100
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
38
25/09/2015
ვებგვერდი, 29/09/2015
010250050.35.172.016100
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/09/2015 - 28/02/2018)

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. ამბროლაური

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ

საქრთველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.გ“ ქვეპუნქტების და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა  და მისი აღწერილობა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი №1

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი: ვერცხლის ველზე გამოსახულია ძოწის ყურძნის მტევანი. მეორე ნაწილი: ძოწის ველზე გამოსახულია ვერცხლის ციხე-კოშკი. გერბის ფარის ძოწის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი; გერბის ფარის ვერცხლის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ძოწის სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ამბროლაური“.


დანართი №2

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

 

დროშა წარმოადგენს ძოწისფერ მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ფარი. ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი: თეთრ ველზე გამოსახულია ძოწისფერი ყურძნის მტევანი. მეორე ნაწილი: ძოწისფერზე გამოსახურია თეთრი ციხე-კოშკი. ფარის ძოწისფერი ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული თეთრი ფერის სარტყელი; ფარის თეთრი ფერის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ძოწისფერი სარტყელი. ფარს შემოვლებული აქვს თეთრი ფერის არშია. დროშის პროპორცია არის - 2/3.