დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.167.016228 |
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 28.07.2014,010250020.35.167.016134). |
| მუხლი 2 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადებასა და დროულ მიწოდებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხიმგებელი პირისათვის გამოსაქვეყნებლად;“. 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-5 მუხლს დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადებასა და დროულ მიწოდებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხიმგებელი პირისათვის გამოსაქვეყნებლად;“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები