დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.167.016226 |
|
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,11/02/2015,200230000.35.167.016198) |
| მუხლი 2 |
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებით დამტკიცებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის :
1. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“ ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვენის ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტტეის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.“ გ) დაემატოს მე-6 პუნქტი: „6.მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) წერილობითი მოთხოვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონების სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“ 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ 3. მე-12 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადაუხდელი ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.“ ბ) დაემატოს მე-5 პუნქტი: „5.მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი, აგრეთვე. სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.“ 4. მე-17 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წილების და აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 5(ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.“ ბ) დაემატოს მე-5 პუნქტი: „5.მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი, აგრეთვე, მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.“ 5. მე-18 მუხლი და მე-19 მუხლი ამოღებული იქნას. 6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „მუხლი 20. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი 1.მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, “ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების,საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილების მე-19 მუხლის შესაბამისად დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქირის საწყისი საფასურის გათვალისწინებით. 2.მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 3.მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქირის საწყისი საფასურის გათვალისწინებით. 4.მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“ 7. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის წასყისი საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყის საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით, საწყის საფასურს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები