„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016270
27
24/09/2015
ვებგვერდი, 28/09/2015
010250050.35.117.016270
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ (www.matsne.gov.ge; 17.07.2014 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016186) შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:
ა) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“;

ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  ,,ა.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელს;“;

გ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  ,,გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს, ახორციელებს შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

დ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის/აქციების შეძენის შესახებ;“;

ე) დებულების მე-17 მუხლის მე-5 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი