დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 493 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.10.003.018879 |
|
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20.06.2014 წ., 010340000.10.003.018030) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (გარდა აღნიშნული სასამართლოების აპარატებისა), საქართველოს პროკურატურაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამხედრო სამსახურში, დიპლომატიურ სამსახურში, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, სსიპ – კონკურენციის სააგენტოში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბსა და სახმელეთო ჯარებში სტაჟირების გავლის საკითხებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები