„თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016289
50
22/09/2015
ვებგვერდი, 25/09/2015
010250020.35.163.016289
„თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №50

2015 წლის 22 სექტემბერი

ქ. თელავი

 

„თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი თემის  თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014 წლის 3 აგვისტოს №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/08/2014, 010250020.35.163.016183) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ა.თ. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“.

2. გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის გ.ვ. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

3. გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის დ.ბ. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“.

4. გამგეობის დებულების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„5. მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება გამგებლის ბრძანებით.“.

5. გამგეობის დებულებას დაემატოს 341 მუხლი:

„მუხლი 341. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის გამგებლის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს   გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.

 2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.

3. გამგებელი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. გამგებლის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.“ .

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი