დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 21 აპრილის N46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016176 |
|
,,კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 21 აპრილის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 21 აპრილის №46/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. როგორც ანგარიშგების ფორმაში მოცემული, ასევე, ბანკის მიერ განსაზღრული მაღალრისკიანი საბანკო პროდუქტების/ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, უნდა მოიცავდეს მხოლოდ იდენტიფიცირებული კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემებს, ხოლო ინფორმაცია იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ აღირიცხება დიფერენცირებულად – შესაბამის ქვეფაქტორში“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყნების მიხედვით ნებისმიერი სისტემით (მათ შორის, SWIFT) და სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემებით განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია“. 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი: „4. ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით)“. 4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ბანკის მიერ მიჩნეულ იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ (ქვეყნის კოდის მითითებით)“. 5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი: „3. თუ საეჭვო ზონად მიჩნეულ იქნა ქვეყანა/ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მოცემულია ანგარიშგების შესაბამის ფორმებით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალში, ფორმა №6-ში დასახელება უნდა მიეთითოს სიაში არსებული დასახელების იდენტურად“. 6. მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). 7. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით)“. 8. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფორმაში ასევე უნდა აისახოს მოკორესპოდენტო ბანკების რეგისტრაციის ქვეყანა (ქვეყნის დასახელება უნდა იყოს აგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემულ დასახელების იდენტური), ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი და ბანკის მიერ მინიჭებული რისკის დონე“. 9. წესის დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები