„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1580
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016322
1580
22/09/2015
ვებგვერდი, 25/09/2015
010170000.22.029.016322
„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1580

2015 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22.08.2012 წ., 010170000.22.029.016032) (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. დამტკიცდეს „თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ“ განცხადების ფორმა დანართი №5-ის და „თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების გამოთხოვის თაობაზე“ განცხადების ფორმა დანართი №6-ის  შესაბამისად.“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის“ (დანართი №1) (შემდგომში პროცედურა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავშესაფრის მაძიებელი პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ამ ბრძანებით დამტკიცებული „თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ“ განცხადების დანართი №5-ის შესაბამისად.“;

გ) პროცედურის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტრო პირს განცხადების შეტანისთანავე არეგისტრირებს თავშესაფრის მაძიებლად.“;

დ) პროცედურის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტი თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციიდან 5 დღის განმავლობაში გასცემს ცნობას თავშესაფრის მაძიებელსა და მისი ოჯახის წევრებზე 6 თვის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. არასრულწლოვნის ცნობა გადაეცემა მის კანონიერ წარმომადგენელს.“;

ე) პროცედურის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თავშესაფრის მაძიებელი პირის ცნობის მიღებისთანავე თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია   სამინისტროს ჩააბაროს მისი პირადობის დამადასტურებელი ეროვნული დოკუმენტები, რომლებიც მას უბრუნდება:

ა) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში;

ბ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში;

გ) „თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ“ განცხადების გამოთხოვის შემთხვევაში;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.“;

ვ) პროცედურას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი სამინისტროს მიმართავს ამავე ბრძანებით დამტკიცებული „თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების გამოთხოვის თაობაზე“ განცხადებით დანართი №6-ით.“;

ზ) პროცედურის მე-3 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე