„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1581
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016323
1581
22/09/2015
ვებგვერდი, 24/09/2015
010170000.22.029.016323
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1581

2015 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანების (ვებგვერდი, 06/12/2012 010170000.22.029.016038) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაში  (შემდგომში დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თავშესაფრის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია;“ ;

ბ) დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ და „ფ“  ქვეპუნქტები:

„უ) თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის დასადგენად ჩატარებული კვლევისა და თავშესაფრის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე მომზადებული დასკვნის ანალიზის საფუძველზე საჭიროებების გამოვლენა და ეფექტურობის ასამაღლებელი შესაბამისი სასწავლო კურსის/ტრენინგის დაგეგმვა-განხორციელება და შედეგების ანალიზი;

ფ) თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის დამდგენი და თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სპეციალისტებისათვის სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.“;

გ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) თავშესაფრის საკითხთა სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა.ა) სტატუსის დადგენის განყოფილება;

ა.ბ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება;

ა.გ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი განყოფილება;

ა.დ) ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილება.

ბ) მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველო.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც წარმართავს განყოფილების საქმიანობას და განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. განყოფილების უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

6. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია.

ბ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური სავალდებულო რეგისტრაციის ჩატარების უზრუნველყოფა;

გ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა მონაცემების ბაზის შექმნა-მონიტორინგი;

დ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მონაცემების ბაზის შექმნა-მონიტორინგი;

ე) თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დაცვის, უფლებების დაცვის, თვითრეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ვ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განსახლების ორგანიზება, განსახლლების პროცესის მართვა-მონიტორინგი;

ზ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.

7. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს:

ა) სტატუსის დადგენის განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება;

ბ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების ფუნქცია და ამოცანაა თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, პერიოდული განახლება და ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება.

გ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის განყოფილების ფუნქცია და ამოცანაა ერთი პირის ან ერთი ოჯახისათვის თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა და განთავსება, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის შესაბამისად;

დ) ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების ფუნქცია და ამოცანებია:

დ.ა) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი პროცედურის განხორციელებისა და თავშესაფრის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე მომზადებული დასკვნის ხარისხის კონტროლი;

დ.ბ) თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის დასადგენად ჩატარებული კვლევისა და თავშესაფრის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე მომზადებული დასკვნის ანალიზის საფუძველზე საჭიროებების გამოვლენა და ეფექტურობის ასამაღლებელი შესაბამისი სასწავლო კურსის/ტრენინგის დაგეგმვა-განხორციელება და შედეგების ანალიზი;

დ.გ) თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის დამდგენი და თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სპეციალისტებისათვის სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

8. მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მიგრაციის საკითხებზე საქართველო – ევროკავშირს შორის მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობა სამინისტროს სახელით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ საქართველო – ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების იმპლემენტაციაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების საიმპლემენტაციო კომიტეტში;

დ) სამინისტროს სახელით „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის“ მუშაობაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით მონაწილეობა „მიგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და მისი შემდგომი განხორციელების პროცესში;

ვ) სამინისტროს სახელით კოორდინაციის გაწევა „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში“ შექმნილ „სარეინტეგრაციო საქმიანობის კონსოლიდაციის“ სამუშაო ჯგუფისათვის;

ზ) სამინისტროს „მიგრანტთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების“ მუშაობის კოორდინირება

გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში;

თ) მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებაზე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;

ი) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებაში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა;

კ) არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით პოტენციური მიგრანტებისთვის კონსულტაციის გაწევა დანიშნულების ქვეყნებში მათი უფლებებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ;

ლ) საინფორმაციო კამპანიის წარმართვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „მიგრანტთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების“ ფუნქციებისა და მომსახურების შესახებ;

მ) მიგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობის მიღება სამინისტროს სახელით;

ნ) თანამშრომლობა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე დონორებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ო) სამინისტროში მოსული ბენეფიციარისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

პ) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის (საინფორმაციო ბანკის) შექმნა;

ჟ) რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმართვა და კოორდინაცია;

რ) რეპატრიაციასთან დაკავშირებული პროექტების შემუშავება და რეალიზებისათვის ხელშეწყობა;

ს) სამმართველოში შემოსული კორეპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;

ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე