სს საგზაო კომპანია „თბილისი“-ს განცხადება

  • Word
სს საგზაო კომპანია „თბილისი“-ს განცხადება
დოკუმენტის ნომერი 1-14/227
დოკუმენტის მიმღები სს საგზაო კომპანია „თბილისი“
მიღების თარიღი 22/09/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1-14/227
22/09/2015
ვებგვერდი, 23/09/2015
სს საგზაო კომპანია „თბილისი“-ს განცხადება
სს საგზაო კომპანია „თბილისი“

სს საგზაო კომპანია „თბილისის“განცხადება

 

2015 წლის 25 სექტემბერს დაგეგმილი სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა საერთო კრება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით გადატანილია, ვინაიდან როგორც აქციონერებისთვის სიტყვიერად გახდა ცნობილი, კომპანიის ერთ-ერთი აქციონერის გურამ სვანიძის საკუთრებაში გადავიდა კომპანიის აქციების (ხმათა საერთო რაოდენობის) 1/2%-ზე მეტი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მის მიერ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება არ განხორციელებულა, რასაც ითვალისწინებს კომპანიის წესდების მე-8 მუხლი. ამდენად, წესდების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის საფუძველზე, აღნიშნულ აქციონერს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ხმის უფლება, რომელიც მან მოიპოვა აქციების (ხმათა საერთო რაოდენობის) 1/2%-ზე მეტის შეძენის საფუძველზე. აქციონერების მომართვა სამართლიანად ცნო სამეთვალყურეო საბჭომ და მოქმედი კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებისა და კანონმდებლობის დაცვის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება საერთო კრების გადადების შესახებ (კრების მონაწილე პირთა სრული უფლებამოსილებებისა და შესაბამისი კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი ხმათა გამოყენების შესახებ შეზღუდვების განსაზღვრის მიზნით).

 

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე          კ. მაისურაძე

 

დირექტორი     ი. ყაჯრიშვილი