დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის მის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1972 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019968 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1972
2015 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის მის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, მის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე 10 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 43.25.44.141) და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები (თხილის საშრობი და სასაწყობო ინფრასტრუქტურა) ინვენტართან ერთად (დანართი №1), აუქციონის გარეშე, 5 წლის ვადით, გასცეს იჯარის წესით, ყოველწლიური საიჯარო ქირით - 1 (ერთი) ლარად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები