„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.149.016262
30
18/09/2015
ვებგვერდი, 23/09/2015
010260020.35.149.016262
„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №30

2015 წლის 18 სექტემბერი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.08.2014 წ., 010260020.35.149.016194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმას.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს, დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი:

„გ.ზ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. “;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ასევე, მოქალაქეთა ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ამ დებულების 35-ე მუხლის შესაბამისად;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კასპის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ან/და საჯაროდ გამოაცხადოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლით გათვალისწინებული გამგებლის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების შესაბამისად, ამავე კანონის 851 მუხლით განსაზღვრული  საჯარო ინფორმაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეილია ზაქარიაძე