„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 31/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016608
104
12/10/2015
ვებგვერდი, 12/10/2015
010240030.22.027.016608
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №104

2015 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით (ვებგვერდი, 13.07.2015 წ., 010240030.22.027.016584) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტში − „50 საჯარო მოხელე“ −  მონაწილეობის მიზნით კონკურსგავლილი პირები შეიძლება იქნენ მიღებული სტაჟირებაზე კონკურსის გავლის გარეშე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მინისტრის ბრძანებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ამავე დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთი სტაჟირება შესაძლებელია იყოს ანაზღაურებადი.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი