დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016325 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №
9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №
9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 12.08.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.160.016219) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესსა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“; ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ვ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელ შესყიდვების გეგმას და არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წესდებებს, სტრუქტურას, საშტატო განრიგს და სახელფასო განაკვეთებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს; საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ.“; დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე) ხელს აწერს სამსახურის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვებსა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; სამსახურის უფროსის მიერ მომზადებული წინადადებების (დასკვნების) შესაბამისად აძლევს მას თანხმობას იმ სამუშაოთა განხორციელების თაობაზე, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას.“; ე) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.კ) გამოსცემს გარე რეკლამის განთავსების ნებართვებს.“; ვ) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე.ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე.ლ) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები