შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019961
  • Word
2010
17/09/2015
ვებგვერდი, 24/09/2015
000000000.00.003.019961
შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2010

2015 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ (ს/კ: №400023728) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს მისი გამოყენება საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ შორის 2012 წლის 23 იანვარს გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, „კინტრიში ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 პრემიერ-მინისტრი . ღარიბაშვილი

 

 

ქონების ადგილმდებარეობა

საკადასტრო კოდი

ქონების დახასიათება

1

ქობულეთი, სოფელი ჭახათი

20.41.04.037

2437 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

2

ქობულეთი, სოფელი ჭახათი

20.41.04.038

479 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი