ყვარლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
ყვარლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1985
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019957
  • Word
1985
14/09/2015
ვებგვერდი, 24/09/2015
000000000.00.003.019957
ყვარლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1985

2015 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში − დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სტიქიისგან დაზარალებული და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტი სამი თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიისაგან ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) ქალაქ ყვარლის მიმდებარე ტერიტორია − 2000 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

566069

4644114

2

566118

4644109

3

566101

4644064

4

566060

4644072

S = 0,2ჰა

WGS 1984;

 

ბ) სოფ. შილდას მიმდებარე ტერიტორია − 1000 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

556993

4648357

2

557018

4648347

3

556997

4648313

4

556975

4648323

S = 0, 1 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი − ყვარლის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:

გ.ა) ქ. ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის − 348 (სამას ორმოცდარვა) ლარი;

გ.ბ) სოფ. შილდას მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის − 174 (ას სამოცდათოთხმეტი) ლარი.

3. ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

 4. ყვარლის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი