დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1984 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019956 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1984
2015 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების საფუძველზე:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიტანოს ცვლილება სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალზე“ (ს/კ: 404408547) გაცემული სასარგებლო წიაღისეულის (მტკნარი წყალი) მოპოვების ლიცენზიაში (№1000472) და მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა განსაზღვროს დღე-ღამეში 888 კუბური მეტრის ოდენობით.
2. ლიცენზიის მფლობელი, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადაიხდის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაანგარიშებულ თანხას - 10 000 (ათი ათასი) ლარს, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 30 კალენდარულ დღეში.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები