დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1981 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019950 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1 981
2015 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
1. 2014-2015 წლებში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 4 882 500 (ოთხი მილიონ რვაას ოთხმოცდაორი ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) მესტიის მუნიციპალიტეტს - 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;
გ) საჩხერის მუნიციპალიტეტს - 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;
დ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - 460 000 (ოთხას სამოცი ათასი) ლარი;
ე) გურჯაანის მუნიციპალიტეტს - 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ვ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ზ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 414 300 (ოთხას თოთხმეტი ათას სამასი) ლარი;
თ) თიანეთის მუნიციპალიტეტს - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
ი) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
კ) მცხეთის მუნიციპალიტეტს - 290 000 (ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;
ლ) ახალციხის მუნიციპალიტეტს - 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
მ) ცაგერის მუნიციპალიტეტს - 168 200 (ას სამოცდარვა ათას ორასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის, მესტიის, ქალაქ ზუგდიდის, ჩხოროწყუს და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის, ლენტეხის, თეთრიწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები