„მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 491
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.018877
491
18/09/2015
ვებგვერდი, 21/09/2015
430050000.10.003.018877
„მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №491

2015 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.02.2015წ., 430050000.10.003.018457) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის შეფასების წესის“:

1. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგნის გამოცდა ტარდება წლის განმავლობაში ორჯერ, საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღებში.

3. საგნის გამოცდის ჩატარების წესი მტკიცდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.“.

2.  26-ე და 27-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26.  პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდის ჩატარება 2015 წელს

2015 წელს საგნის გამოცდა ჩატარდება ერთხელ, საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღში, გარდა მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისთვის, ასევე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისთვის. 

მუხლი 27. მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდის ჩატარება

1. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისათვის უცხოური ენისა და ქართულის, როგორც მე-2 ენის გამოცდა ჩატარდება 2015 წელს, საგნის გამოცდის  ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღში/თარიღებში.

2. მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისათვის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლებისა) საგნის გამოცდა ჩატარდება 2016 წელს, საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღში/თარიღებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი