დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 675 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/04/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.120.010.05.001.000.204 |
საქართველოს კანონი
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წწ., №№23-26, მუხ. 561) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“.
2. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ეს აბზაცები დაინომროს თანამიმდევრობით არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების ქვეპუნქტების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით.
3. მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და მე-15 მუხლში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტთან” შეიცვალოს სიტყვებით „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან“.
4. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტში და მე-15 მუხლში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს სიტყვით „პრეზიდენტი“.
5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში სიტყვები „სოციალური დაზღვევის ფონდიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან“.
6. მე-16 მუხლში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის სარეზერვო ფონდიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 30 აპრილი.
№675–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები