საქართველოს ორ რეგიონში (კახეთი და სამეგრელო) ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსების შესახებ

  • Word
საქართველოს ორ რეგიონში (კახეთი და სამეგრელო) ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1979
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019883
  • Word
1979
14/09/2015
ვებგვერდი, 24/09/2015
000000000.00.003.019883
საქართველოს ორ რეგიონში (კახეთი და სამეგრელო) ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1979

2015 წლის 14 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ორ რეგიონში (კახეთი და სამეგრელო) ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად ინფორმაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოში ორი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დაფინანსების თაობაზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დაფინანსება (დაახლოებით 760,000 ჩინური იუანი) განხორციელდეს საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის მთავრობას შორის 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი გრანტის აუთვისებელი თანხიდან.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოხატოს თანხმობა საქართველოს ორ რეგიონში (კახეთი და სამეგრელო) ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებასთან დაკავშირებით.

      

პრემიერ-მინისტრი                                                ირაკლი ღარიბაშვილი