დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1850 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019888 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1850
2015 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საფრანგეთის რესპუბლიკაში არსებული „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოსაცემად საჭირო, ლევილის მამულის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებისა და წინასწარი არქიტექტურული პროექტის შედგენის ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 107 200 (ას შვიდი ათას ორასი) ევროს ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები