დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1995 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019890 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1995
2015 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში − სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) წინადადება, კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყოს ყვარლის მუნიციპალიტეტის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ახმეტის მუნიციპალიტეტის დაკვეთების საფუძველზე საექსპერტო გამოკვლევების ჩატარება.
2. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გაუწიოს საექსპერტო მომსახურება:
ა) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარის ფარგლებში;
ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარის ფარგლებში;
გ) ახმეტის მუნიციპალიტეტს – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ფარგლებში.
3. მომსახურება განხორციელდეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაუთვალისწინებლად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები