დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1848 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019891 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1848
2015 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №27 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოს არაუმეტეს 175 000 000 (ას სამოცდათხუთმეტი მილიონი) ლარი.“ .
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები