დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1994 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019892 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1994
2015 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე (შემდგომში – ცენტრი) არ გავრცელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 31 ერთეულით, მათ შორის 11 ერთეულით – ცენტრში დაცული ფონდების აღრიცხვისა და მასში არსებულ სიძველეთათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წინადადებების შემმუშავებელი კომისიის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები